გირჩი - მეტი თავისუფლება

ცოტნე კობერიძე და ბორის ჩელე ყურუა "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ტოვებენ

ცოტნე კობერიძე და ბორის ჩელე ყურუა პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ტოვებენ. ამის შესახებ მათ საკუთარ სოციალურ ქსელებში დაწერეს.

"მივიღე ჩემთვის მძიმე და ოდესღაც წარმოუდგენელი გადაწყვეტილება – ვტოვებ 'გირჩი – მეტი თავისუფლებას'" - დაწერა ცოტნე კობერიძემ.

კობერიძე გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად პარტიის ბოლოდროდროინელ ნაბიჯებს ასახელებს: 

"დღეს კი მგონია, რომ რასაც ვაკეთებთ, ახალი აღარაფერია – ყველაფერი იგივეა. მე არ მჯერა, რომ იგივეთი ცვლილება შეიძლება.
არ მჯერა, რომ ოპოზიციის დიდი გაერთიანება გამოვა.
არ მჯერა, რომ პოლიტიკური სპექტრის, დამოკიდებულებების, აქტორების და გარემოს ცვლილების გარეშე გამარჯვების შანსი გვაქვს.
არ მჯერა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის მიერ მიღებული ხმები საკმარისი იქნება და ამის შემდეგ მუშაობა აღარ დაგვჭირდება.
არ მჯერა გამარჯვების იმ ფორმულის, რომლის მთავარი იარაღი სალომე ზურაბიშვილია – ბიძინა ივანიშვილის მიერ ყველაზე ცუდი არჩევნებით მოყვანილი პრეზიდენტი.
არ მჯერა, რომ შეცდომების აღიარების გარეშე, ბოდიშის მოხდის გარეშე, რამე გამოვა"

ყურუა და კობერიძე არ წერენ, თუ რა გეგმები აქვთ ახლო მომავალში, თუმცა ორივე აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ "მოღვაწეობას" გააგრძელებენ.

კომენტარები