გირჩი - მეტი თავისუფლება

გირჩი: ბათუმში ცოტნე კობერიძე ღარიბაშვილისთვის "ბიძინას მონის" დაძახების გამო დააკავეს

პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ინფორმაციით, ბათუმში თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ცოტნე კობერიძე დააკავეს. პარტიის პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ კობერიძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის "ბიძინას მონის" დაძახების გამო დააკავეს.

დღეს, 3 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილი აჭარაში იმყოფებოდა. მისი თქმით, რეგიონებში ვიზიტები "პროგრესის პირადად გაცნობის" მიზეზით დაიწყო.

კომენტარები