ფინეთი

ფინეთი აშშ-სთან F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების შეძენის კონტრაქტს აფორმებს

F-35

დღეს, 11 თებერვალს აშშ და ფინეთი გააფორმებელოქჰიდ მარტინის კორპორაციის F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების შეძენის $9.4-მილიარდიან ხელშეკრულებას. ხელშეკრულება რეგიონში უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის ფონზე ფორმდება.

ფინეთის მთავრობაში ამბობენ, რომ F-35-ის შეძენის დეკემბერში გამოცხადებული გადაწყვეტილება ქვეყნის თავდაცვის გაუმჯობესების გრძელვადიანი გეგმების ნაწილი იყო და არა რეგიონში არსებული დაძაბულობის პასუხი.

"დიახ, დღეს ხელი მოეწერება... ეს არის დამავალდებულებელი ხელშეკრულება, რომ ფინეთი რეაქტიულ გამანადგურებლებს შეიძენს", – უთხრეს Reuters-ს  ფინეთის თავდაცვის სამინისტროში. 

აქამდე ფინეთი ამბობდა, რომ ავიაგამანადგურებლებს ქვეყანაში 2027 წლიდან განათავსებდნენ.

"ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, თუ როგორ სერიოზულად ეპყრობა ფინეთი ეროვნულ თავდაცვას. ეს ჩვენი ხანგრძლივი გეგმის ნაწილია და საქმე არ აქვს ამჟამინდელ სიტუაციასთან", – ამბობს მიკო ჰაუტალა, ფინეთის ელჩი აშშ-ში.

F-35 ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავიაგამანდგურებელია, რომელიც სტელსის ტიპის არის და რადარებს მისი დაფიქსირება უჭირთ. 

რეგიონში არსებული დაძაბულობის გამო, ფინეთმა გასულ თვეში თავდაცვის ძალების მზადყოფნა გააძლიერა

"ფინეთი რაიმე სამხედრო საფრთხის სამიზნე არაა, მაგრამ თავდაცვის ძალები მაინც უნდა იყოს მზად ნებისმიერი პოტენციური ქმედებისთვის. რაც უფრო მეტი სამხედრო ქმედებაა, თუნდაც უდანაშაულო მოძრაობა იყოს, უფრო მაღალია საფრთხე, რომ რამე მოხდეს, ვიღაცას გადაჭარბებული რეაქცია ჰქონდეს ან არასწორად გაიგოს. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ", – ამბობდა ფინელი პოლკოვნიკი, პეტერი კაიანმაა 2022 წლის იანვარში.

ფინეთი რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანაა, რომელიც არ არის NATO-ს წევრი.

კომენტარები