ფინეთი

ფინეთის საჰაერო ძალები თავისი ერთეულების დროშებიდან სვასტიკის ამოღებას გეგმავენ

ფინეთის საჰაერო ძალები თავისი ერთეულების დროშებიდან სვასტიკის ამოღებას გეგმავენ. ამის შესახებ, ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, Yle-ს ცნობით, კარელიის საჰაერო ფრთის ახალმა მეთაურმა, ტომი ბემმა განაცხადა.

მეთაურის თქმით გეგმის მიზეზი არის გარე ზეწოლაა, ბოლო პერიოდში საჰაერო ძალების გარკვეული ნაწილები უხერხულ სიტუაციებში აღმოჩდნენ, მაგალითად, ამერიკელებთან თანამშრომლობის დროს.

"ჩვენ ამ დროშით გაგრძელება შეგვიძლია, მაგრამ ზოგჯერ უცხოელი სტუმრების წინაშე უხერხული სიტუაციები იქმნება. სჯობს დროთა მოთხოვნებს ავყვეთ" - განაცხადა ბემმა.

მისი თქმით, საჰაერო ძალებში ამჟამად დროშების რეფორმა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც სვასტიკის ამოღება განიხილება. ბემმა აღნიშნა, რომ პირადად არის ჩართული ამ ცვლილების მომზადებაში.

საჰაერო ძალების შტაბმა სვასტიკა ოფიციალური გამოყენებიდან უკვე ამოიღო. ბემი ვერ ასახელებს ზუსტ დროს, როდის მოიხსნება სვასტიკები ერთეულების დროშებიდან, თუმცა იმედი აქვს, რომ ეს მის მეთაურობის პერიოდში მოხდება.

"მსოფლიო შეიცვალა და ჩვენ დროთა შესაბამისად ვცხოვრობთ. ამ პროცესზე პოლიტიკური ზეწოლა არ ყოფილა" - თქვა მან.

ცნობისთვის, ფინეთის საჰაერო ძალებმა სვასტიკის სიმბოლო 1918 წელს მიიღეს, გერმანული ნაცისტური პარტიის მიერ 1930-იან წლებში მისი გამოყენებამდე დიდი ხნით ადრე. საჰაერო ძალები მას თვითმფრინავებზე 1945 წლამდე იყენებდნენ. ძალების გარკვეული ნაწილების დროშებზე სვასტიკა 1950-იან წლებში დაემატა.

კომენტარები