დევნილები

სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრებმა დევნილმა თავი მოიკლა

კადრი ვიდეოდან / TV პირველი

სანატორიუმ ქართლის ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილმა კაცმა თავი მოიკლა. თვითმხილველების თქმით, ის შენობის სახურავიდან პროტესტის ნიშნად გადმოხტა და გარდაიცვალა.

"არაფრის ნებას არ გვაძლევენ. სად არ ვიყავით, ყველგან ვიყავით. კაცმა თქვა, ჩვენი საქმე მაინც არ ყოფილაო, გაიქცა და ზემოდან თქვა, თქვენი გულისთვის, ჩემ მერე მაინც შეიძლება რამე გეშველოთო". – ამბობს სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი.

ტაბულა მომხდარზე დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

სანატორიუმ ქართლის ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საცხოვრებლად ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი თქმით, შენობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე მუდმივად იმატებს.

კომენტარები