საგარეო ვაჭრობა

2021 წელს ექსპორტი 26.7%-ით, იმპორტი კი 24.5%-ით გაიზარდა

earth.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.1%-ით მეტია.

მიმდინარე წლის 10 თვეში ექსპორტი 26.7%-ით გაიზარდა და 3.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 24.5%-ით გაიზარდა და 8.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ- ნოემბერში 5.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4%-ია.

კომენტარები