მწვანე პასპორტები

ცერცვაძე: ალბათ ნახეს, რომ მწვანე პასპორტებმა რეალური შედეგი ვერ დადო და ამიტომ გააუქმეს

ალბათ ნახეს, რომ რაიმე რეალური შედეგი ამ მწვანე პასპორტებმა ვერ დადო, ყოველ შემთხვევაში, იმის საპირწონე, რა დისკომფორტსაც უქმნიდა ისინი მოსახლეობის ნაწილს, და ამიტომ გააუქმა.

ხოლო მოსახლეობის კანონმორჩილ ნაწილს, ვისაც ჰქონდა მწვანე პასპორტი, გულწრფელად ვურჩევდი, ნუ იქნება გულდაწყვეტილი, ის მწვანე პასპორტი ის ვინმესთვის და ვინმეს ხათრით არ ჰქონია, ის მას თავისი ჯანმრთელობისთვის ჰქონდა, არ აქვს მნიშვნელობა, სადმე მოსთხოვენ თუ არა, თუ მას მწვანე პასპორტი აქვს, ე.წ მან შეასრულა სავალდებულო რეკომენდაციები, ის დაცულია კორონავირუსისგან, ავად გახდომისგან და სულ ცოტა, დაცულია დამძიმებისგან და გარდაცვალებისგან. არაფერი გულდასაწყვეტი მათ არ აქვთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები