ბათუმი

სომხეთის საგარეო ბათუმზე: სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ ქართველ ხალხს

ბათუმის ჩამონგრეული კორპუსი
შსს

სომხეთის საგარეო საქმეთა სამიისტრო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს. სამინსიტრო განცხადებას TWITTER-ზე ავრცელებს. 

"მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის გამო. გულწრფელად თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს და სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს. სომხეთი სოლიდარობას უცხადებს მეგობარ ქართველ ხალხს".- წერია განცხადებაში. 

ამ დროისთვის ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 8 ადამიანია გარდაცვლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 9 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

კომენტარები