არჩევნები 2021

ოცნების PVT: დათვლილია უბნების 58.67%, ოცნება – 46.69%, ენმ – 31.07%, საქართველოსთვის – 7.67%

ტაბულა

ქართული ოცნების ხმების პარალელური დათვლით, პარტიამ უბნების 58.67% დაითვალა, საიდანაც, მათი ცნობით, პროპორციული შედეგით მათ 46.69% აქვთ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას -31.07%, საქართველოსთვის კი -  7.67% 

  • ლელო - 2.62%
  • ევროპული საქართველო - 1.83%  
  • პატრიოტთა ალიანსი - 1.47%  
  • ლეიბორისტული პარტია - 1.39% 
  • მესამე ძალა - 1.38%
  • გირჩი-მეტი თავისუფლება - 1.22% 

ქვეყანაში საარჩევნო უბნები 20:00 დაიხურა, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ჯერჯერობით, არჩევნების პირველადი შედეგები არ გაუვრცელებია. 

პარალელურად, სამმა ტელევიზიამ ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა Ipsos-ისა (მთავარი) და Edison Research-ის (ფორმულა) ეგზიტპოლებით, თბილისში მეორე ტური ინიშნება, გორბის (იმედი) ეგზიტპოლით კი კახა კალაძემ პირველივე ტურში მოიგო.  

Edison Research-ს (ფორმულას) 20:00 საათის მონაცემების მიხედვით, კახა კალაძეს 44% აქვს, ნიკა მელიას – 40%.  IPSOS-ის (მთავარი არხის) 20:00-საათიანი მიხედვით, კალაძეს 40.5% აქვს, მელიას – 39.9%. რაც შეეხება GORBI-ის (იმედის) 18:00-საათიან ეგზიტპოლებს, კახა კალაძეს 51.3% აქვს, რაც ნიშნავს, რომ ის პირველივე ტურში იმარჯვებს, ხოლო ნიკა მელიას კი  – 34.6%.   

Edison Research-ის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები პროპორციულ ნაწილში იგივე დარჩა, რაც 18:00-ზე იყო. 20:00 საათის მონაცემებით, პარტიების შედეგები საქართველოს მასშტაბით ასე გადანაწილდა ქართული ოცნება - 46%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  - 33%, საქართველოსთვის  - 6%, ევროპული საქართველო - 2%, ლელო  - 2%, გირჩი - მეტი თავისუფლება  - 2%

ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით IPSOS-ის მიერ თბილისში ჩატარებული (20:00) ეგზიტპოლის მიხედვითოცნებამ ხმების 38.5% მიიღო, ენმ-მ - 31.9%, საქართველოსთვის - 7.7%, გირჩი-მეტი თავისუფლება - 4.8%, ლელო - 3.7%

კვლევითი კომპანია GORBI-ს ეგზიტპოლების(18:00) მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ  47.6% მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 27.1%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის - 6.8%. ეს 18:00-ის მონაცემებია. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

 

კომენტარები