პოლონეთი

პოლონეთის რეგიონმა ანტი-LGBT რეზოლუცია EU-ს დაფინანსების დაკარგვის საფრთხის გამო გააუქმა

პოლონეთის სამხრეთ რეგიონმა შვიენტოკჟისკიემ ანტი-LGBT რეზოლუცია ევროკავშირის დაფინანსების დაკარგვის საფრთხის გამო გააუქმა.

შვიენტოკჟისკიეს რეგიონალურმა ასამბლეამ რეზოლუციის გაუქმებას კენჭი 22 სექტემბერს საგანგებო სესიაზე უყარა. რეზოლუცია პოლონეთის ათობით მუნიციპალიტეტმა 2019 წელს მიიღო და თავი "ლგბტ იდეოლოგიისგან თავისუფალ ზონად" გამოიცხადა.

პოლონეთის ხელისუფლებამ რამდენიმე ადგილობრივ თვითმმართველობას დიდწილად სიმბოლური ანტი-ლგბტ რეზოლუციების გაუქმება სთხოვა. წარსულში პოლონეთის მმართველი პარტიის კანონი და სამართალის წერვები ამ რეზოოლუციების მიღებას ემხრობოდნენ.

2019 წელს შვიენტოკჟისკიეს რეგიონის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოხატავდა რეგიონის "წინააღმდეგობას უწევდა ლგბტ იდეოლოგიის გავრცელებას და საჯარო ცხოვრებაში ამ იდეოლოგის წახალისებას".

ევროკავშირის ლიდერების შეფასებით, ეს ნაბიჯები დისკრიმინაციულია და ევროკავშირის პარლამენტმა წელს მიიღო რეზოლუცია, რომელმაც ევროკავშირის 27-ივე ქვეყანა სექსუალური და გენდერული უმცირესობებისთვის "თავისუფლების ზონად" გამოაცხადა.

გარდა ამისა "ანტი-ლგბტ ზონებისთვის" ევროკავშირი პოლონეთის მთავრობას $150-მილიონიანი დახმარების შეჩერებით ემუქრებოდა.

22 სექტემბერს საგანგებო ასამბლეაზე საბჭოს 25 წევრმა რეზოლუციის გაუქმებას მხარი დაუჭრია, ინიციატივას მოწინააღმდეგე არ ჰყოლია, საბჭოს სამმა წევრმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

ადგილობრივი მედიის თანახმად, შვიენტოკჟისკიეში ახალი რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც პოლონეთის კონსტიტუცია მშობლებისთვის ქმნის გარანტიას, თავიანთი რწმენის შესაბამისად აღზარდონ ბავშვები, მაგრამ ასევე უზრუნველყოფს "თანასწორი და სამართლიანი მოპყრობის გარანტიას ყველასთვის".

ორშაბათს, 27 სექტემბერს მსგავსი გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა კრაკოვის რეგიონმაც განიხილოს.​

კომენტარები