შანაე ბრუკის მკვლელობა

კალაძე მურსაკულოვზე: იცით რამდენთან მაქვს ფოტო გადაღებული? საოცარი ლოგიკა გაქვთ

"ეგ საერთოდ რა წამოსაწევი თემაა? იცით რამდენ ადამიანთან მაქვს ფოტო გადაღებული?". - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე, ჟურნალისტის კითხვას, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის, რაფაელ მურსაკულოვის ფოტოებთან დაკავშირებით, სადაც ის ქართული ოცნების წევრებთან ერთად იმყოფება. 

"ეგ საერთოდ რა წამოსაწევი თემაა? იცით რამდენ ადამიანთან მაქვს ფოტო გადაღებული? ამბობს, რომ მხარდამჭერია, მხარდამჭერი იყოს ნიკა მელიასი, მხარდამჭერი იყო იგივე რურუასი. ასევე, გაზიარებული აქვს გახარაიას ფოტო, გაზიარებული აქვს ჩემი ფოტო, რა არის მერე ამაში დანაშაული? ლოგიკა გაქვთ საოცარი. იმეცადინე, შემდეგში მომზადებული მოდი". - მიმართა კალაძემ ჟურნალისტს. 


შანაე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი 8 სექტემბერს დააკავეს. მურსაკულოვი თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. გამოძიების ფარგლებში მისი სახლიდან ტანსაცმელი და სხვა ნივთები ამოიღეს. 

33 წლის ბრალ­დე­ბუ­ლს Facebook გვერდზე  სა­მუ­შაო ად­გი­ლად ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი - ის მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი იყო, თუმცა, 23 აგვისტოს, შემთხვევიდან 3 კვირის შემდეგ, პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვა გათავისუფლება. ქართულ ოცნებასთან კავშირს მის Facebook გვერდზე გავრცელებული ფოტოებიც მოწმობს. ერთ-ერთ ფოტოში ის ქართული ოცნების დეპუტატთან, ირაკლი ზარქუასთან ერთად იმყოფება. ამასთან დაკავშირებით ზარქუა ამბობს, რომ არაირი მნიშვნელობა არ აქვს პარტიულ კუთვნილებას და დამნაშავე კანონმდებლობით გასამართლდება.  ამჟამად, ბრალდებულის გვერდი Facebook-ზე აღარ იძებნება.

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა, მის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა.  ის წერდა, რომ შანაი ბრუკიმ მას Whatsapp-ში დაურეკა და დახმარება ითხოვა. ყვიროდა და ამბობდა, რომ თავს დაესხნენ. 

ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს

კომენტარები