თვითმმართველობის არჩევნები 2021

დეკანოიძე: ქართულ ოცნებას არათუ 43, არამედ 40%-ის აღების არავითარი იმედი არ აქვს

შეთანხმებიდან ოცნების გასვლამ დაანახვა საზოგადოებას, რომ მათ არ აქვთ არავითარი იმედი არა მხოლოდ 43%-ის აღების, არამედ 40%-ის აღებისაც. მათ აქვთ ფსიქოლოგიური და ძალიან სერიოზული შიშის ბარიერი. როდესაც 3 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ეცოდინება, რომ ეს არ არის ლეგიტიმური, მათ არ აქვთ 40%-ზე მეტი მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნები იქნება. მათ მეტი გამოსავალი არ ექნებათ.

ამბობს ქუთაისი მერობის კანდიდატი და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ტელეკომპანია პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები