არათუ არ შეგვიმჩნევია, ეს პრობლემა მას არ ჰქონია მაშინ, იმ დროისთვის [ქართულ ოცნებაში ყოფნისას], ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდში. შეგვიძლია გავიხსენოთ ძალიან მარტივი გამონათქვამი - ხარი ხართან დააბი და ასე შემდეგ, როდესაც ის თავისი საქმიანობით და თავისი ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ძალიან მჭიდრო შეხება კონკრეტულად კოკაინთან, არამარტო ნარკოტიკებთან, არამედ კოკაინთან, ამის შემდეგ გაუჩნდა მას ეს პრობლემა, კონკრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს ეს ნარკოტიკული საშუალება და ეს ადამიანებიც ძალიან საეჭვო კავშირებში არიან მხილებულები, ხარი ხართან დააბი არის ის, რაც დაემართა გიორგი გახარიას.
თვითმმართველობის არჩევნები 2021
კობახიძე გახარიაზე: [კოკაინის მოხმარების] პრობლემა ბოლო პერიოდში გაუჩნდა
tbl.ge/5ozv
დაკოპირდა
უპასუხა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვას, მოიხმარდა თუ არა გიორგი გახარია ნარკოტიკულ საშუალებებს ქართულ ოცნებაში ყოფნისას.
17 სექტემბერს კობახიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე ლაპარაკისას გახარია "კოკაინშიკად" მოიხსენია.
ამავე თემაზე
- ჰარცელი: ვგმობ წინასაარჩევნოდ ძალადობის ფაქტებს, მხარეებმა გამოიჩინონ თავშეკავება
- ხოშტარია: ქართულ ოცნებას აქვს შანსი, მშვიდობიანად და ღირსეულად წავიდეს ხელისუფლებიდან
- ხოშტარია რიჟვაძეზე: რა პალმაზეა საუბარი, უამრავი ადამიანი დავკარგეთ, ხალხი შიმშილით კვდება
- კუჭავა: რეგიონების პოტენციალზე საუბრისას, ასპინძაზე პირველ რიგში ტურიზმი გვახსენდება
- ოცნების კვლევა: კალაძე - 56.1%, მელია - 28.3%, გახარია - 6.2%