თვითმმართველობის არჩევნები 2021

ხოშტარია რიჟვაძეზე: რა პალმაზეა საუბარი, უამრავი ადამიანი დავკარგეთ, ხალხი შიმშილით კვდება

რა მოიგონა ბათუმში, რა პალმაზეა საუბარი, ხიდი ვერ დაუგიათ. 80 ადამიანი გვიკვდებოდა დღეში და ახლაც არაფერია, დაბლა მივდივართ ბუნებრივად, მაგრამ კატასტროფა მოგვივიდა, კატასტროფა, დავკარგეთ უამრავი ხალხი და ვერაფერი ვერ გააკეთეს და გონია ახლა პალმას რომ იტყვის, პალმის ფორმის კუნძულს, რა კუნძული, ხალხი შიმშილით გვიკვდება.

ასე გამოეხმაურა ტელეკომპანიას ფორმულას ეთერში დროას ლიდერი და ოპოზიციის ნაწილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმდჯომარის, თორნიკე რიჟვაძის ინიციატივას, რომ ბათუმში ხელოვნური კუნძული აშენდება.

კომენტარები