შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

ჩიხლაძე: პარლამენტის და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი ყველაზე უკიდურესი ნაბიჯია

ერთ-ერთი ხელმომწერი მხარე და გარანტორები იყვნენ მედიატორები ამ ხელშეკრულების შესრულების, შესაბამისად დაარღვია ეს ქართულმა ოცნებამ და გვაინტერესებს, რა იქნება დასავლეთის ქმედება. ამიტომ ძალიან მკაფიო, მკვეთრ მესიჯებს ველოდებით დასავლეთისგან. 

მეორე მიმართულება - ეს არის კონსულტაციები პარტიებს შიგნით და პარტნიორ პარტიებთან და აქაც ვინ რა პოზიციაზე იქნება და შეჯერდება, ექნება მნიშვნელობა. რაც შეეხება ბოიკოტს, ბოიკოტი როგორც პარლამენტის ასევე ადგილობრივი არჩევნების, ეს არის ყველაზე უკიდურესი ნაბიჯი. გამორიცხული ზოგადად არაფერი არაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთადერთი, რაც დარწმუნებით ვიცი და ბევრი ჩვენი კოლეგა ოპოზიციური პარტიიდან გვეთანხმება, რომ ცხელ გულზე, გაბრაზებულზე ჩვენ ნაბიჯებს არ გადავდგამთ. 

უთხრა სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, სერგო ჩიხლაძემ მთავარ არხს.  28 ივლისს, საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო. 

კომენტარები