შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

ვოლსკი ზურაბიშვილზე: მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა იმათზე, ვინც შეთანხმებას არ შეუერთდა

განცხადებას მნიშვნელოვნად აკლდა დაბალანსება, ვინაიდან გასვლა ამ შეთანხმებიდან ერთია, რასაც საკმაოდ სერიოზული საფუძველი და წინაპირობა აქვს და მეორეა, როდესაც ამ შეთანხმებას საერთოდ არ უერთდები, რაზედაც, ვფიქრობ, პრეზიდენტს მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა. თუ ვინმეს ოდესმე უნდა დაწესებოდა სანქცია, ეს არის იმ სადისტური მმართველობის ლიდერებს, კონკრეტულ პირებს, რომლებიც დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებით პასუხისგებაში არიან მიცემული.

ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ვოლსკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს. პრეზიდენტის შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმება "უალტერნატივო" იყო და მან უკვე შეასრულა მნიშვნელოვანი როლი, შესაბამისად, არ იზიარებს მმართველი გუნდის არგუმენტაციას, რომ შეთანხმებამ პოლიტიკური პოლარიზაცია არ შეამცირა.

კომენტარები