მარნეულში მამაკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში გვითხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილობრივი გამოცემა aktual.ge წერს, რომ კაცი საკუთარმა შვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა.




