შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

ჯაფარიძე ზურაბიშვილზე: კარგი განცხადება იყო, ოცნებასთან სერიოზული დაპირისპირება არ არის

კარგი იყო ის განცხადება, რომელიც გააკეთა, ცალსახად, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს რაღაც სერიოზული დაპირისპირება იყოს ქართულ ოცნებასთან ან ბოლომდე ადეკვატური იყოს იმ რეალობაში, რა რეალობაშიც ჩვენ ვართ. მაშინ, როდესაც ქართულმა ოცნებამ პრაქტიკულად ჩააგდო 19 აპრილის შეთანხმება, დრო გაწელა, გამოიყენა ეს დრო, რომ ჩაებეტონებინა კლანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში. 

ამ მოცემულობაში უბრალოდ იმის თქმა, რომ სიტყვა უნდა დაიცვა, ჩემი აზრით, საკმარისი არ არის. მგონია, რომ ბევრად მკაცრი განცხადება უნდა ყოფილიყო.

ასე ეხმაურება გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს. პრეზიდენტის შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმება "უალტერნატივო" იყო და მან უკვე შეასრულა მნიშვნელოვანი როლი, შესაბამისად, არ იზიარებს მმართველი გუნდის არგუმენტაციას, რომ შეთანხმებამ პოლიტიკური პოლარიზაცია არ შეამცირა.

კომენტარები