შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

ბოკერია ზურაბიშვილზე: გაჩერებული საათიც დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს

სალომე ზურაბიშვილისნაირი ფიგურა, რომელზეც საერთოდ არ შემცვლია მე აზრი, რბილად რომ ვთქვა, იგივე ნეგატიური შეფასება მაქვს, ხვდება, ისე შეტოპა ივანიშვილის რეჟიმმა, რომ უნდა პირადი კონტაქტებისთვის მაინც რაღაც ხარკი გადაიხადოს და თქვას, რომ ეგ გადაწყვეტილებები არ არის სწორიო, ბევრ სხვა სისულელესთან ერთად. როგორც იტყვიან, გაჩერებული საათიც დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს.

ეს სიმპტომია, რამდენად იზოლირებულია ივანიშვილის რეჟიმი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მაგრამ ამაზე მეტ მნიშვნელობას ამას არ მივანიჭებდი.

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს. პრეზიდენტის შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმება "უალტერნატივო" იყო და მან უკვე შეასრულა მნიშვნელოვანი როლი, შესაბამისად, არ იზიარებს მმართველი გუნდის არგუმენტაციას, რომ შეთანხმებამ პოლიტიკური პოლარიზაცია არ შეამცირა.

კომენტარები