შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

დეკანოიძე: საერთაშორისო ზეწოლამ იმოქმედა და ეს გამოჩნდა პრეზიდენტის განცხადებაში

საერთაშორისო ზეწოლამ გარკვეულწილად იმოქმედა და პირველად ეს გამოჩნდა პრეზიდენტის განცხადებაში, როდესაც მან ღიად გააკრიტიკა შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით ქართული ოცნება. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეს დამოკიდებულება ასე არ დასრულდება. რა თქმა უნდა, ეს იქნება მიბმული არა საქართველოს მოქალაქეების დასჯაზე, არამედ მიბმული აუცილებლად უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ავტოკრატიული რეჟიმის, ოლიგარქიული რეჟიმის წარმომადგენლების და მაღალჩინოსნების სანქცირებისკენ

ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს. პრეზიდენტის შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმება "უალტერნატივო" იყო და მან უკვე შეასრულა მნიშვნელოვანი როლი, შესაბამისად, არ იზიარებს მმართველი გუნდის არგუმენტაციას, რომ შეთანხმებამ პოლიტიკური პოლარიზაცია არ შეამცირა.

კომენტარები