შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

პრაისი: შეთანხმებიდან ოცნების გასვლა ძირს უთხრის რეფორმებით წინსვლას

ნედ პრაისი

ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვებას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი.

"19 აპრილის შეთანხმებიდან პარტია ქართული ოცნების გასვლა ძირს უთხრის შეთანხმებული აუცილებელი რეფორმებით ქვეყნის წინსვლას და პოლიტიკური კრიზისის დაბრუნების საფრთხეს აჩენს. ყველა პარტიას ერთობლივი მუშაობისკენ მოვუწოდებთ, რათა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაწინაურდეს". – წერს ნედ პრაისი. 

საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო. 

კომენტარები