შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება

კრამერი: ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა

ქართული ოცნება სიტუაციას მასხრად იგდებს. წარსულში ოპოზიციის ნაწილობრივი დადანაშაულება და იმის თქმა შეიძლებოდა, რომ ისინი პარლამენტში უნდა შესულიყვნენ. ახლა, ეს კრიზისი მთლიანად პრემიერმინისტრის, ქართული ოცნებისა და ბატონი ივანიშვილის ბრალია. პრემიერმინისტრი უნდა წავიდეს, თუ საქართველოს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების იმედი აქვს. ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, რომ მან ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა. მიზნობრივი სანქციების დაწესების დროა, რათა ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ იცოდეს, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი.

IPN-ს ცნობით, ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, დევიდ კრამერი.  28 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული.

კომენტარები