საერთაშორისო თაღლითობა, რომლითაც ბოლო ორი წელიწადია, დაკავებულია პარტია ქართული ოცნება და მისი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი, გრძელდება. ეს უაღრესად უარყოფითად მოქმედებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე. აქვე, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ეს პირადად შარლ მიშელის ავტორიტეტზე, მის პოლიტიკურ წონაზე სერიოზული დარტყმაა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რაც უნდა დავინახოთ ამაში ქართველებმა, ხვალ და ზეგ რომ ჩაგიწერონ კონსტიტუციაში, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პირი, რომელიც პირადად ასახელებს პრემიერებს და ეს მოგაწოდონ, როგორც საქართველოს კონსტიტუცია და კანონი, ამას დღეს თუ გავატარებთ მშვიდად და წყნარად და ამას რაღაცა პოლიტიკურ განმარტებებს მივცემთ, ეს აღარ უნდა გაგვიკვირდეს.
შარლ მიშელის შეთანხმება
მარგველაშვილი: გრძელდება საერთაშორისო თაღლითობა, რომლითაც ოცნება 2 წელია, დაკავებულია
tbl.ge/5mx5
დაკოპირდა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურება.
საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.
გიორგი მარგველაშვილიშარლ მიშელის შეთანმებაშარლ მიშელის შეთანხმების ანულირებაქართული ოცნებაბიძინა ივანიშვილიშარლ მიშელის შეთანხმება
ამავე თემაზე
- კობახიძე: 19 აპრილის შეთანხმება რომ შესრულებულიყო, თბილისში რუსული ტანკები იდგებოდნენ
- ხაზარაძე: ევროსაბჭოს პრეზიდენტის, მიშელის დოკუმენტი ოპოზიციამ აბულინგა, ოცნებამ გადახია
- პაპუაშვილი: ლელომ თავად დატოვა 19 აპრილის შეთანხმება, ახლა კი დამცველად გვევლინება
- ბოკერია ლელოს მოწოდებაზე: არასერიოზულობაა – ჩვენი თავი და საზოგადოება არ უნდა მოვატყუოთ
- ლელო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას