უკიდურეს შემთხვევაში, ეს უდიდესი გულუბრყვილობაა. პრაქტიკულად, ამ დოკუმენტიდან დარჩენილი არაფერი არაა, მაგრამ ყველაზე მთავარია ისაა, რომ საპარლამენტო ოპოზიციასა და ლელოს აქვთ ილუზია, რომ ივანიშვილის პირობებში შესაძლებელია ქვეყნის ტრანსფორმაცია. ამისკენ მოუწოდებენ, ხელის მოწერის შემდეგ ვერ გადააგდებენ ყველას როცა საჭირო იქნება, თუ რა სრული არასერიოზულობაა ეს მოწოდება?! ამის ნაცვლად ჩვენ ყველა მოქალაქემდე უნდა მივიტანოთ სიმართლე, რომ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ხელში ჩვენ ქვეყანას არ აქვს თავისუფლების დაცვის, უსაფრთხოების მოპოვებისა და თავისუფალ სამყაროში გაღწევის შანსი. ეს არის რასაც უნდა მივაღწიოთ და არ უნდა მოვიტყუოთ თავი საზოგადოების მოტყუებასთან ერთად.
შარლ მიშელის შეთანხმება
ბოკერია ლელოს მოწოდებაზე: არასერიოზულობაა – ჩვენი თავი და საზოგადოება არ უნდა მოვატყუოთ
tbl.ge/60ym
დაკოპირდა
თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ. პარტია ლელო მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას.
ამავე თემაზე
- კობახიძე: 19 აპრილის შეთანხმება რომ შესრულებულიყო, თბილისში რუსული ტანკები იდგებოდნენ
- ხაზარაძე: ევროსაბჭოს პრეზიდენტის, მიშელის დოკუმენტი ოპოზიციამ აბულინგა, ოცნებამ გადახია
- პაპუაშვილი: ლელომ თავად დატოვა 19 აპრილის შეთანხმება, ახლა კი დამცველად გვევლინება
- ლელო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას
- კობახიძე: აშშ-ს საელჩოს განცხადება ცესკოზე არ შემიძლია შევაფასო, როგორც სამართლიანი