შარლ მიშელის შეთანხმება

ხაზარაძე: ევროსაბჭოს პრეზიდენტის, მიშელის დოკუმენტი ოპოზიციამ აბულინგა, ოცნებამ გადახია

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტი ერთი წლის განმავლობაში "აბულინგა", ხოლო ხელისუფლებამ "საერთოდ გადახია". TV პირველის ეთერში ხაზარაძემ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებაზე თქვა, რომ "თუ აგინებ თუ კრიტიკაში გყავს, ქვეყნის მტრებად აცხადებ, იმათაც თავმოყვარეობა აქვთ". სწორედ ამის შემდეგ მოიყვანა ლელოს ლიდერმა მაგალითად შარლ მიშელის დოკუმენტი.

"ხვალ უნდა გაჟღერდეს ევროპული საბჭოს დასკვნა, აი, ვეკითხები ოპოზიციას, ვინ არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი? ვინ არის? შარლ მიშელი ხომ არის? რომლის დოკუმენტი ერთი წლის განმავლობაში აბულინგა ერთმა ნაწილმა და მეორე ნაწილმა, რომელიც ხელისუფლებაშია, გადახია საერთოდ. როგორ შეგიძლიათ, რომ ერთი წერტილიდან მეორე წერტილში მიხვიდეთ? მე ლოგიკას ვერ ვხედავ" - თქვა ხაზარაძემ.

წამყვანის კითხვაზე, "თქვენ ახლა თანაბრად დაადანაშაულეთ ოპოზიცია და ხელისუფლება?", ლელოს ლიდერმა უპასუხა - "არა, ყველა დავადანაშაულე, ვინც ვერ ხედავს, სად არის ვექტორი, ზოგი ნაკლებად, ზოგი მეტად… იმიტომ, რომ როცა გადაახევ დოკუმენტს იმ ადამიანს, ვის გადაწყვეტილებასაც ხვალ ელოდება მთელი ჩვენი მოქალაქეები და მეორეს მხრივ, არის ხალხის კატეგორია, რომელიც მიშელის დაბულინგებით იყო დაკავებული, აი, კითხვა მაქვს, რას ემსახურებაა ეს ყველაფერი? ამიხსენით".

მამუკა ხაზარაძის თქმით, "მაშინ მე არ მჯერა ამ ადამიანების არც გულწრფელი ევროპელობის, და არც წინსვლის სურვილის, საქმეები ასე არ კეთდება, საქმეებს სჭირდება სტაბილურობა და ნდობის მოპოვება".


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას ხელი 2021 წლის 19 აპრილს მოაწერესქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება 2021 წლის 28 ივლისს ანულირებულად გამოაცხადა.

ამის შემდეგ, პირველ სექტემბერს შეთანხმებას შეუერთდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ევროპულ საქართველოს და ლეიბორისტულ პარტიას. ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრსა და ამჟამად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას.

კომენტარები