შარლ მიშელის შეთანხმება

კობახიძე: 19 აპრილის შეთანხმება რომ შესრულებულიყო, თბილისში რუსული ტანკები იდგებოდნენ

ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმება რომ შესრულებულიყო, თბილისში რუსული ტანკები იდგებოდნენ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

"მარტივად განვმარტავ: ისინი გააკეთებდნენ იმ ყველაფერს, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ და ეს აუცილებლად გამოიწვევდა ესკალაციის იმ ხარისხს, რომელიც დამთავრდებოდა თბილისში ტანკების შემოსვლით. ეს იყო მათი სცენარი და საბედნიეროდ, არ შედგა ის სცენარი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაში იყო ჩადებული. შესაბამისად, დღეს თბილისში გვაქვს არა რუსული ტანკები, არამედ ქვეყანაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს არის ჩვენი ამოცანა, მიზნები და ჩვენი პოლიტიკის შედეგები". - თქვა კობახიძემ.


ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი 2021 წლის 19 აპრილს მოაწერეს.

ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება 2021 წლის 28 აპრილს ანულირებულად გამოაცხადა. იმავე წლის ზაფხულში პარლამენტში შესვლის შემდეგ სექტემბერში შეთანხმებას ხელი მოაწერა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ევროპული საქართველოსლეიბორისტული პარტიას და პარტია კანონსა და სამართალს, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრსა და ამჟამად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარია.

კომენტარები