შარლ მიშელის შეთანხმება

კალაძე: თუ კონკრეტული პარტიები შეთანხმებას არ აწერენ ხელს, ის შეთანხმებად ვერ ჩაითვლება

თბილისის მერი კახა კალაძე ქართული ოცნების განცხადებას ეხმაურება, რომლითაც ხელისუფლებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კალაძის თქმით, შეთანხმება არ შეიძლება იყოს ცალმხრივი, შესაბამისად, როდესაც ზოგიერთი პარტია ხელს არ აწერს, ის შეთანხმებად ვერ ჩაითვლება.

"არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი, შესაბამისად, ყველა ძალიან მალე დავინახავთ, თუ რისი შესაძლებლობა თუ საშუალება ექნება ქართულ ოცნებას და რა შედეგს დადებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე. შეთანხმება, რომელიც შედგა აპრილში, ამ შეთანხმების შინაარსი იყო პოლარიზების დასრულება, ამ შეთანხმების შინაარსი იყო გადავსულიყავით ცივილიზებულ, ნორმალურ ურთიერთობაზე. ზოგადად, შეთანხმება როდესაც ფორმდება, ის ცალმხრივი არასდროს არ არის. როდესაც, ადამიანები, კონკრეტული პარტიები, პოლიტიკური პირები არ აწერენ შეთანხმებას ხელს, ის ცხადია შეთანხმებად ვერ ჩაითვლება". – თქვა კალაძემ.

საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.

კომენტარები