თვითმმართველობის არჩევნები 2021

მანჯგალაძე მერობის კანდიდატზე: მიშელის დოკუმენტის ხელისმომწერების გაერთიანებაზეც ვფიქრობთ

"მე ვემხრობი იდეას, რომ გვჭირდება ახალი გრავიტაციული ცენტრი, რომელიც ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებული იქნება, ასევე ქართული ოცნებისგანაც". –სტრატეგია აღმაშენებლის წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მიშელის დოკუმენტის ხელისმომწერებმა, შესაძლოა, საერთო, ცალკე მერობის კანდიდატი წარადგინონ. 

"გაერთიანება ვნახეთ ნაციონალური მოძრაობის ირგვლივ, ახლა ვფიქრობთ, რომ [..] მიშელის დოკუმენტის ხელისმომწერების გაერთიანებაზეც ვფიქრობთ და ხმები მოვიტანო, ანუ პროპორციული არჩევნების სრულფასოვნად ჩასატარებლად, მე მჭირდება მერობის კანდიდატებიც, მე მჭირდება მაჟორიტარი კანდიდატებიც. მე თუ არ მეყოლება ეს კანდიდატები, მაშინ გრავიტაციის ცენტრს ვერ შევქმნი". – ამბობს პაატა მანჯგალაძე.

ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ - დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, წარადგინა.

ჯერჯერობით, კანდიდატურებს მხარს სამი პარტია: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და გირჩი-მეტი თავისუფლება უჭერენ. 

ამ დროისთვის უკვე ცნობილია ქართული ოცნების მერობის კანდიდატიც - მათ მოქმედი მერი, კახა კალაძე 20 ივლისს, ოფიციალურად წარადგინეს.

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

კომენტარები