ჟურნალისტებზე ძალადობა

რიჟვაძე ჟურნალისტებს: თუ კარგად მოიქცევით, მომავალში შეიძლება დაგიშვათ მთავრობის სხდომაზე

"თუ კარგად მოიქცევით და ზრდილობას გამოიჩენთ, მომავალში შეიძლება დაგიშვათ". – ასე პასუხობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე TV25-ის ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ უშვებენ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს მთავრობის სხდომაზე. 

ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ აყენებდა რიჟვაძე შეურაცხყოფას მედიას, მან გაქცევით უპასუხა. 


17 ივლისს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ღონისძიებაზე არ მიიწვია და გადაწყვეტილება იმით ახნა, რომ მათ "გადაკვეთეს ყველა წითელი ხაზი". ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში - მისი თქმით, მომხდარით იმედგაცრუებულია. მედიაკოალიციის შეფასებით კი პრემიერმინისტრის დისკრიმინაციული გადაწყვეტილება ჟურნალისტებზე ძალადობას ახალისებს.

კომენტარები