პრაიდის კვირეული

მეუფე გრიგოლი: ნებისმიერი ძალადობა ქრისტიანთაგან დასაგმობია – გასარკვევია, ვინ იყვნენ

ნებისმიერი სახის ძალადობა ქრისტიანთაგან არ არის მოსაწონი და, პირიქით, დასაგმობიც არის, რა თქმა უნდა. საპატრიარქოს აქვს შესაბამისი კომისია და ალბათ, იმსჯელებს იმ საკითხებზე, რომლებიც იმ დღეებში გამოჩნდა ძალიან ცუდად. ალბათ, გასარკვევი ის არის, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ. მე მაინც ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი ძალადობრივი მოვლენები ჩვენს სახელმწიფოს და ქრისტიანობას აყენებს ჩრდილს.

თქვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა თბილისი პრაიდის კონტრაქციაზე ძალადობრივი თავდასხმების შესახებ. 

კომენტარები