პრაიდის კვირეული

პრეზიდენტმა პრაიდის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები კლინიკაში მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები კლინიკაში მოინახულა. 

ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს. 

დღეს, 5 ივლისს, თბილისში დაგეგმილი ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პუტინისტური ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. Mediachecker-ის ინფორმაციით, დაშავებულია 40-მდე ჟურნალისტი და ოპერატორი. მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოპერაცია უტარდება Palitranews-ის ოპერატორს. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.

Tbilisi Pride-ის ცნობით, დღეს, 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში, რომლითაც პრაიდის კვირეული უნდა დასრულებულიყო, აღარ გაიმართება. ღონისძიების ჩაშლის მიზეზი სახელმწიფოს უუნარობაა, პუტინისტური ჯგუფებისგან დაიცვას მოქალაქეები.

კომენტარები