პრაიდის კვირეული

ხაზარაძე პუტინისტების ძალადობაზე: ესაა სრული ლუსტრაცია ქართული ოცნების რუსული მმართველობის

ის რაც დღეს თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, ჟურნალისტების და ოპერატორების დარბევა, ძალადობისკენ მოწოდება, ქუჩებში მოქალაქეების დევნა, პოლიციის უმოქმედობა, პრემიერის წამქეზებლური და პროვოკაციული განცხადება, არის სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების ბოლომდე ჩამოშლის მცდელობა, ესაა სრული ლუსტრაცია ქართული ოცნების რუსული მმართველობის, სანამ ოცნება, ღარიბაშვილი და მისი მთავრობა იქნება ხელისუფლებაში მსგავსი პროვოკაციები კიდევ ბევრი გველის, დროა დავფიქრდეთ, სად ვდგავართ და სად ვიქნებით ხვალ?!

წერს ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე Facebook-ზე. პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, დღეს, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.

კომენტარები