პრაიდის კვირეული

დეკანოზი თამაზ ლომიძე: ადამიანზე მოძალადე არაოდეს არის ღმერთისკენ და ღმერთისთვის

რა საერთო აქვთ ამ მოძალადეებს და ამათ წამხალისებლებს ქრისტესთან ან ქრისტიანობასთან? - სრულიად არაფერი. ამათ რეალურად არც სარწმუნოება ადარდებთ და არც ზნეობა, მხოლოდ საკუთარი ცხოველური ინსტიქტებით, გაუცნობიერებელი შიშებით და ვნებებით არიან მართულნი ველურებივით. ადამიანზე მოძალადე არასოდეს არის ღმერთისკენ და ღმერთისთვის, ეს გამორიცხულია. გონებაჩლუნგებმა დღემდე ვერ შეიგნეს, რომ წახალისებული ძალადობა უფრო უარეს და დიდ ძალადობას და ქაოსს იწვევს. მძიმეა, მაგრამ მოემზადეთ ქვეყანაში უფრო დიდი გაჭირვებისთვის, შიმშილისთვის, უპერსპექტივობისთვის, ჩაკეტილობისთბის, მონობისთვის და უბედური ცხოვრებისთვის. როცა ქვეყანაში ძალადობა წახალისებული და შეწყნარებულია, ეს იქნება ამის მწარე ლოგიკური შედეგი. 

P.S. პოპულარულ მღვდელ შალვა კეკელიას ჰკითხეთ გუშინდელი საბრძოლო მოწოდებების გამო თუ იღებს პასუხისმგებლობას ნაცემი და დასისხლიანებული, მშვიდობიანი ადამიანების წინაშე.

წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე Facebook-ზე. პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, დღეს, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ძალადობრივი ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმიან, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც.

კომენტარები