პრაიდის კვირეული

რატომ არის პრაიდი რელიგიურად და სამართლებრივად ლეგიტიმური?!

პრაიდის კვირეული

რატომ არის პრაიდი რელიგიურად და სამართლებრივად ლეგიტიმური?!

ღმერთმა ეს სამყარო შექმნა მრავალფეროვანი. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის, არცერთი ადამიანი ერთნაირი არ არის. ყველა ადამიანი უნიკალურია. რასობრივი, ლინგვისტური, გენდერულისექსუალური, კულტურული მრავალფეროვნება არეკლავს ამ სამყაროს შემოქმედის ჩანაფიქრსა და ბუნებას. „ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავის ფერითა!“ – როგორც ამას შოთა რუსთველის პოეზია ღაღადებს უკვე მრავალი საუკუნეა

ღმერთმა ადამიანს მიანიჭა სიყვარულის ნიჭი. ღმერთი სიყვარულია და გასაკვირი არ არის, რომ ღმერთის მიერ შემნილი ადამიანისათვის  დამახასიათებელია სიყვარულის ნიჭი და სიყვარულისაკენ სწრაფვა. ჩვენ სიყვარულითა ვართ შექმნილი და სიყვარულისთვისა ვართ შექმნილივისაც სძულს - ის ღმერთს არ იცნობს და, შესაბამისადღმერთს მხოლოდ ის იცნობს - ვისაც სიყვარული აქვს. თუდაც ერთი ადამიანი გეჯავრებოდეს მთელ ამ პლანეტაზე, ეს გაკარგვინებს ღმერთის შემეცნების უნარს. ღმერთმა სიყვარულის ნიჭი მისცა ყველას და არავისა აქვს ამ უფლების ვინმეთვის  წართმევის უფლება.

ღმერთმა ადამიანს მისცა თავისუფლება. მართალია ახლა  ლიბერალური დემოკრატია გვევლინება ადამიანის თავისუფლებათა დაცვის ყველაზე თავგამოდებულ ქომაგად, მაგრამ ადამიანს მთელი თავისი ცივილიზაციის განმავლობაში სწყურია თავისუფლება და  იბრძვის თავისუფლებისათვის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ შინაგანი თავისუფლებისაგან ჯერაც ძალიან შორსა ვართ. თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე განთავისუფლების ეტაპია გასავლელი: ჩვენ გვჭირდება განთავისუფლება განხვავებულის შიშისაგან და სიძულვილისაგან, ჩვენ გვჭირდება განთავისუფლება ევოლუციური მიდრეკილებისაგან - დავჩაგროთ და მოვერიოთ სუსტსა და უმცირესობაში მყოფ ადამიანს და ადამიანების ჯგუფებს. გამოხატვის თავისუფლება მართალია ნორმაა ჩვენი კონსტიტუციით, მაგრამ მისი ფესვები ღრმად არის გამდგარი კაცობრიობის გამოცდილებაში და წარსულში.

ღმერთმა ადამიანს მისცა მთავარი რელიგიური პრინციპები - არ ავნო. ეს პრინციპი ყველაზე ძველი რელიგიური პრინციპია, თუმცა კაცობრიობა ჯერაც ვერ მოვიდა იმის გააზრებამდე, რომ სხვის ჩაგვრისას, შენიანს ჩაგრავ, რადგან ამ პლანეტაზე ყველანი ერთმანეთს ვეკუთვნითვინც ვძალადობთ  და  ვისზეც ვძალადობთ - ყველანი ერთმანეთს ვეკუთვნით. სხვისა ჩაგვრა, განსხვავებულის გარიყვა, დამცირება და შეურაცხყოფა პირველ რიგში ჩვენ გვაზარალებს და მერე იმას, ვისაც ჩვენ სამიზნეში გვყავს ამოღებული.

ღმერთმა ადამიანს აჩუქა მეტანოიის ნიჭი. რელიგიური აზროვნება გამორიცხავს ყოველგვარი ანტაგონიზმის წაქზებას, მოწონებასა და გამართლებას. მაგრამ რახან ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ, რელიგიური ტრადიაციები გვთავახობენ გამოავავალს: იუდაიზმში ამას "თეშუბა"  ჰქვია, რაც შინ დაბრინებას ანუ ღმერთთან დაბრუნებას ნიშნავსღმერთი მოიაზრება, როგორც "ჩვენი მარადიული შინა". ქრისტიანობაში ამას ჰქვია "მეტანოია" - აზროვნების შეცვლა

მეტანოია სჭირდება უმრავლესობას, რომელიც რეალობას არა ღმერთისარამედ  "ალფა-ღმერთის" (მოძალადე ღმერთის) პერსპექტივიდან უყურებს და ადვილად ამართლებს სხვადასხვა სახის ძალადობას. მეტანოია უნდა გადვეხმაროს, რომ საღვთო წერილებში, ვისიც არ უნდა იყოს ეს წერილი - ქრისტიანებისა, მუსლიმებისა, ებრაელებისა თუ ეზიდებისა - ვეძებოთ არა ის ცალკეული კონტექსტიდან ამოგლეჭილი პასაჟები, რომლებისც ჩვენს ძალადობას გაამართლებსარამედ ვეძებოთ მთავარი სულისკვეთება რელიგიისაადრე თუ გვიან ჩვენ გვჭირდება, რომ ხეების მიღმა  ტყე დავინახოთ! ტყე უპირობო სიყვარულისა, შენდობისა, თანაგრძნობისა და შერიგებისა.

მეტანოია მარტო უმრავლესობის რელიგიას არ სჭირდება. ის სჭირდება პოლიტიკურ ძალებსაც, რომელბიც პირველ რიგში სამართლიანობის მხარეზე უნდა დადგნენ, თუ ევროპული ღირებულებები გულწრფელად აინტერსეებთ, და არა პოლიტიკური მომგებიანობის მხარეზე. მათ უნდა ახსოვდეთრომ მომავალი ჩვენ განგვსჯის არა იმით თუ რამდენი ხიდი ავაშენეთ და რამდეგი ჰექტარი ზეთისხილი გავაშენეთ, არამედ იმით თუ რამდენად შევძელით ჩვენ სუსტის დაცვა ძლიერისგან, რამდენად შევძელით დაჩაგრულის გამოსარჩლება და დაცვა, რამდენად მოვახერხეთ ღარიბ-ღატაკისათვის თანადგომის გამოხატვა და სიდუხჭირიდან ამოყვანა.

მეტანოია სჭირდება განათლების სისტემას. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენი მომავალი, ღირსეული მომავალი თუ გვინდა რომ გვქონდეს, ჩვენ მძაფრად გვესაჭიროება განათლება. არა მართო რელიგიური, არამედ ზოგადად განათლება, რომლის არქონაც მყესებს გვიჭრის და წინსვლის უნარს გვაკარგვინებს

მეტანოია გვჭირდება სხვა უმცირესობებსაც: სირცხვილია, როცა ერთი კატეგორიის რელიგიური უმცირესობები, სხვა კატეგორიის უმცირესობების შეზღუდვასა და დამცირებას ვითხოვთ, უმრავლესობის გულის მოსაგებად, ან საკუთარი ტყავის გასაფრთხილებლად. ასეთი უმცირესობები ვღალატობთ ღმერთს და ვღალატობთ ადამიანს. ასეთ შემთხვევაში მათ მარტო მობოდიშება არ გვიშველის, თუნდაც შორეულ მომავალშიჩვენ მძაფრად გვესაჭიროება მეტანოია - ანუ  საფუძვლიანი ცვლილება აზროვნებაში: მონურ აზრვნებაზე უარის თქმა და ღვთაებრივ აზროვნებასთან დაბრუნება, დაჩაგრულის მხარეზე დგომა, გარიყულისადმი ემპათია. რელიგია ჩვენგან გაბედულობას, უშიშრობასა და გულწრფელებას მოითხოვს.

მეტანოიას, გულწრფელების შემთხვევაში, მივყავართ მშვიდობამდე და შერიგებამდე. სხვა ალტერნატივა არცერთ კულტურას არა აქვს, და ამ საქმეში, არც ჩვენი კულტურაა გამონაკლისი.

კომენტარები