პრაიდის კვირეული

მშვენიერაძე: ვისთვისაც კონსტიტუცია უმნიშვნელოა, მტრობს თანასწორობას და სახელმწიფოს მტერია

ქვეყანა საქართველოს - სახელმწიფოდ, ხოლო ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს - მოქალაქეებად აქცევს კონსტიტუცია - ჩვენი საზოგადოებრივი შეთანხმება.

ყველა, ვისთვისაც ეს დოკუმენტი უმნიშვნელოა, ხოლო ამ დოკუმენტში მოცემული უფლებები და თავისუფლებები - მეორეხარისხოვანი, ვინც ცდილობს კონსტიტუციისგან განსხვავებული წესრიგის დამყარებას, იქნება ეს თეოკრატიული თუ კლერიკალური, ნაცისტური თუ ფაშისტური, მტრობს თანასწორობას და თავისუფლებას, ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტერია

წერს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე Facebook-ზე

პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

კომენტარები