პრაიდის კვირეული

ზარქუა პრაიდზე: როდესაც ამდენი გამოწვევაა, ამის აუცილებლობა არ იყო

იმ მოცემულობაში, როდესაც ამდენი გამოწვევაა [...] ახლა მთელი კვირეული პრაიდის რამდენად მიზანშეწონილია, ვერ გეტყვით. თუმცა, კონსტიტუცია გვაქვს, სადაც ჩვენს ყველა მოქალაქეს აძლევს საშუალებას, მიუხედავად მრწამსისა, მსოფლმხედველობისა თუ რელიგიური მიმდევრობისა, მათ შორის, სექსუალური, რომ თავისი მოქალაქეობრივი უფლება და პროტესტი გამოხატოს. მე თუ მკითხავთ, არ იყო ამის აუცილებლობა

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა პრაიდის კვირეულის შესახებ. დედაქალაქში 5 ივლისს ღირსების მარში გაიმართება. პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს. 

კომენტარები