ვაქცინაცია

ტიკარაძე: მზად ვართ, ივლისიდან მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დავიწყოთ

მასობრივ ვაქცინაციას რაც შეეხება, იცით, რომ იანვარში დამტკიცდა ვაქცინაციის კალენდარი, რომელიც გულისხმობდა ვაქცინაციის პროცესის სხვადასხვა ფაზას და მესამე კვარტალში დაანონსებული იყო მასობრივი ვაქცინაცია. სწორედ მესამე კვარტალიდან, ანუ შემდეგი თვიდან ჩვენ უკვე მზად ვართ, როგორც რეგიონულად, ასევე თბილისში, რომ დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მისივე ცნობით, მიმდინარე კვირის ბოლოს საქართველო ჩინური წარმოების მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს, საიდანაც ნახევარი მილიონი Sinopharm-ის ვაქცინა იქნება, ხოლო ნახევარი მილიონი დოზა Sinovac-უცნობია თარიღები, თუ როდის შემოვა ქვეყანაში AstraZeneca და Pfizer ვაქცინა.

კომენტარები