ავარია

გონიოში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა.

ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსის ცნობით, ერთმანეთს სატვირთო და მოტოციკლი შეეჯახა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები