კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე AstraZeneca-ზე: ვერ დაგისახელებთ ზუსტ თარიღს, თუ როდის მივიღებთ დამატების დოზებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯერ ვერ დაასახელებს კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს დამატებითი დოზების შემოსვლის ზუსტ თარიღს. მინისტრი ამბობს, რომ საქართველომ დამატებით 43 000 დოზა უნდა მიიღოს. 

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე COVAX-თან არის მჭიდრო კომუნიკაცია UNICEF-ის დახმარებით, რათა ის კუთვნილი დოზა, 43 000, რომელიც საქართველოს უნდა მიეღო, დროულად მოეწოდოს. ეს მოლაპარაკებები, სამწუხაროდ, ჯერ პროცესშია და ვერ მე დაგისახელებთ ზუსტ თარიღს, თუ როდის მივიღებთ ჩვენ იმ დამატებით დოზებს, რომლებიც საქართველოში უნდა შემოვიდეს". – თქვა ტიკარაძემ. 

მოქალაქეებმა, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრნენ, მეორე დაჯავშნილი დოზა ვერ მიიღეს, 21 ივნისს, ვაქცინაციამდე 1 დღით ადრე, მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ჯავშანი შეჩერებულია. 

კომენტარები