ვაქცინაცია

ტიკარაძე: Pfizer-ის ჩამოსვლის თარიღი დადასტურებულად ვიცით, კონტრაქტის გამო ვერ ვასახელებთ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, Pfizer-ის ვაქცინის შემოსვლის თარიღი უწყებისთვის ცნობილია, თუმცა, კომპანიასთან დადებული კონტრაქტიდან გამომდინარე, თარიღს ვერ ასახელებენ. ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"რაც შეეხება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვაქცინას, რომლის თარიღსაც მე კონტრაქტიდან გამომდინარე ვერ დავასახელებ, ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით თარიღი, თუ როდის იქნება Pfizer-ი საქართველოში და შესაბამისად, ფაიზერიც ჩაერთვება მასობრივი ვაქცინაციის პროცესში, იცით, რომ მილიონ დოზაზე მეტი ფაიზერის ვაქცინა შემოვა საქართველოში. იქნება მისი ეტაპობრივი მოწოდება და ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახდება". – ამბობს ტიკარაძე.

ამავე ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს საქართველო ჩინური წარმოების მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს, საიდანაც ნახევარი მილიონი Sinopharm-ის ვაქცინა იქნება, ხოლო ნახევარი მილიონი დოზა Sinovac-ეკატერინე ტიკარაძის ცნობით, ვაქცინების მიღების შემდეგ, მომავალი კვირის დასაწყისიდან მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა 15 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 13 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა. 6 მაისს საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის კიდევ 43 000 დოზა ჩამოვიდა. ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება 55 წლის ნაცვლად, 45 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდებაPfizer-ის 29 500 დოზა ქვეყანაში 25 მარტს შემოვიდა

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა და ამ ვაქცინის გამოყენებით აცრა 4 მაისს დაიწყო. 7 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჩინური ვაქცინის – სინოფარმის გამოყენების ნებართვა გასცა.

3 მაისს, WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით განისაზღვრა, რაც მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგებით დადგინდა. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა. რაც შეეხება სინოვაკის [SINOVAC] ვაქცინას, საქართველოში 100 000 დოზა 29 აპრილს ჩამოვიდა.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

კომენტარები