ბაიდენის და პუტინის შეხვედრა

ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დაიწყო

ჟენევაში დაიწყო აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. ისინი მიესალმნენ შვეიცარიის პრეზიდენტს, შემდეგ კი ერთმანეთს ჩამოართვეს ხელი.

პრეზიდენტები სხვადასხვა თემებზე ისაუბრებენ. საუბარი იქნება სირიისა და ლიბიის კონფლიქტებზე, ადამიანთა უფლებებზე, აშშ-ს არჩევნებში ჩარევაზე, იარაღის კონტროლზე, კიბერ უსაფრთხოებასა და ორ ქვეყანას შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებზე. 

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ შეხვედრისგან არ უნდა ველოდოთ დიდ ცვლილებებს.

ბაიდენის და პუტინის შეხვედრა 4-5 საათი გაგრძელდება. პრეზიდენტებთან ერთად შეხვედრას დაესწრებიან მინისტრები და მრჩევლები, ორივე მხარის წარმომადგენლები. შეხვედრისას ბაიდენი და პუტინი მარტო, პირისპირ არ ისაუბრებენ. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას არ გამართავენ. ჟურნალისტებს ისინი ცალ-ცალკე შეხვდებიან. 

კომენტარები