რუსეთის დელეგაცია პრეზიდენტების, პუტინისა და ბაიდენის შეხვედრაზე მისასვლელად უკვე ჩავიდა ჟენევაში.
პრეზიდენტების შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
"არ ღირს და შეუძლებელია, რამე დიდ ცვლილებას ველოდოთ. რუსეთ-აშშ-ს ურთიერთობა რთულ სიტუაციაშია, მაგრამ ის ფაქტი, რომ პრეზიდენტებმა მაინც გადაწყვიტეს შეხვედრა და პრობლემებზე ღიად საუბარი, თავისთავად მიღწევაა". – ამბობს პესკოვი.
ბაიდენის და პუტინის შეხვედრა 4-5 საათი გაგრძელდება. პრეზიდენტებთან ერთად შეხვედრას დაესწრებიან მინისტრები და მრჩევლები, ორივე მხარის წარმომადგენლები. შეხვედრისას ბაიდენი და პუტინი მარტო, პირისპირ არ ისაუბრებენ. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას არ გამართავენ. ჟურნალისტებს ისინი ცალ-ცალკე შეხვდებიან.