ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა

ბაიდენი: კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას კიბერშეტევები არ უნდა შეეხოს

ვლადიმირ პუტინი და ჯო ბაიდენი. ჟენევა, 16 ივნისი 2020.
Mikhail Metzel/Tass/Getty Images

ჟენევაში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჯო ბაიდენმა თქვა, რომ შეხვედრაზე დიდი დრო დაეთმო კიბერუსაფრთხოების საკითხს.

"ვისაუბრე შემოთავაზებაზე, რომ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას კიბერ ან სხვა სახის შეტევები არ უნდა შეეხოს". - თქვა ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მან რუსულ მხარეს 16 ასეთი ინფრასტრუქტურული ობიექტის სია მისცა.

"პასუხისმგებლობიანმა ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ კიბერშეტევების წინააღმდეგ, რომლებიც მათი ქვეყნის ტერიტორიაზე ხდება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ორივე ქვეყნის ექსპერტებს დაევალოთ მუშაობა, იმის განსასაზღვრად, რას არ უნდა შეეხოს შეტევები და თანმიმდევრულად იყოს კონკრეტული შემთხვევები". - თქვა ბაიდენმა. 

კიბერუსაფრთხოების საკითხს თავისი პრესკონფერენციის დროს შეეხო ვლადიმირ პუტინიც. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყნები სამ საკითხში თანამშრომლობას დაიწყებენ.

"ორივე მხარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობები". - თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიბერუსაფრთხოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და რუსეთიც იყო კიბერშეტევების მსხვერპლი.

მოსალოდნელი იყო, რომ ბაიდენის და პუტინის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა კიბერუსაფრთხოება იქნებოდა. აპრილში ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს სანქციები დაუწესა SolarWinds-ის ჰაკერული თავდასხმის და არჩევნებში ჩარევის გამო, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტებსა და 100-ზე მეტ კომპანიას შეეხო. გარდა ამისა, ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა მსოფლიოში ყველაზე დიდი ხორცის მწარმოებელი კომპანია და აშშ-ს უდიდესი მილსადენი, Colonial Pipelines. სხვადასხვა წყაროებით, თავდასხმებზე პასუხისმგებელი ჯგუფები რუსეთიდან მუშაობდნენ.

ჟენევაში პუტინის და ბაიდენის სამიტი ორ სესიად ჩატარდა. პირველი სესია 93 წუთი გაგრძელდა და მას პრეზიდენტების გარდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ. მეორე სესია 45-წუთიანი შესვენების შემდეგ დაიწყო და 65 წუთი გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. მეორე სესიას ქვეყნის მინისტრები და მრჩევლები ესწრებოდნენ.

ლიდერებმა პრესკონფერენციები სამიტის დასრულების შემდეგ ცალ-ცალკე გამართებს. ბაიდენმაც და პუტნმაც შეხვედრა დადებითად შეაფასეს.

კომენტარები