ავსტრია-რუსეთი

ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი როსნეფტის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

კარინ კნეისლი თავის ქორწილში ვლადიმერ პუტინს ეცეკვება. 2018 წელი.

ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, კარინ კნეისლი რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიის როსნეფტის დირექტორთა საბჭოს წევრად დანიშნეს. როსნეფტი რუსეთის ყველაზე მსხვილი ნავთობკომპანიაა. მას ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირი იგორ სეჩინი ხელმძღვანელობს.

კნეისლის კანდიდატურა როსნეფტის მეწილეებმა კენჭისყრით ყოველწლიურ შეხვედრაზე დაამტკიცეს. ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრის კანდიდატურაზე მარტში წარადგინეს.

კნეისლის კანდიდატურა როსნეფტის მეწილეებმა კენჭისყრით ყოველწლიურ შეხვედრაზე დაამტკიცეს. ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრის კანდიდატურაზე მარტში წარადგინეს.

როსნეფტის საკონტროლო პაკეტის ძირითადი მფლობელი რუსეთის ხელისუფლებაა. ის რუსეთში ნავთობის მესამედს მოიპოვებს. კნეისლი ყოფილი ევროპელი ლიდერებიდან მეორეა, ვინც როსნეფტის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. დირექტორთა საბჭოს 2017 წლიდან გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი ხელმძღვანელობს. შრედერი ასევე ჩართულია გაზპრომის პროექტში ჩრდილოეთის ნაკადი 2.

2020 წლის გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი რუსული პროპაგანდული მედიის - Russia Today-სთვის სტატიების წერა დაიწყო. ინფორმაცია პროპაგანდისტული მედიის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა დაადასტურა.

2018 წელს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარინ კნეისლის ქორწილს ესწრებოდა. მან პატარძალთანაც იცეკვა და საქორწინო საჩუქრად სოფლის ცხოვრების ამსახველი ნახატი და სამოვარი აჩუქა. ქორწილში მის მიპატიჟებას ავსტრიის ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ბოლო წლებში ავსტრია რუსეთთან ახლო ურთიერთობებს უსვამს ხაზს. 2018 წელს, როდესაც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებმა დიდ ბრიტანეთში სერგეი სკრიპალის მოწამვლის საპასუხოდ რუსი დიპლომატები გააძევეს, ავსტრიამ მსგავს ნაბიჯებზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს.

კომენტარები