ავსტრია-რუსეთი

ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მოღვაწეობას პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგრძობს

ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, კარინ კნაისლი სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის კვლევითი მიმართულების ხაზს უხელმძღვანელებს. კვლევითი ცენტრის დანიშნულება რუსეთის საკვანძო საკითხების გეოპოლიტიკური მიმოხილვაა. აღნიშნული ორგანიზაცია ასევე მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციისთვის რეფორმების შეთავაზებას, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. 

კნაისლის პუტინთან ურთიერთობა აქამდეც არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. ჯერ კიდევ 2018 წელს, იმჟამინდელმა პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ ქორწილში მიიწვია და მასთან ერთად საცეკვაო ნომერიც შეასრულა. 2023 წელს BBC-სთან ინტერვიუში კნაისლმა თქვა, რომ ის ვლადიმირ პუტინთან ვალსის ცეკვას არ ნანობს და შანსი, რომ მისცემოდა, კვლავ გაიმეორებდა. 

2021 წელს კარინ კნაისლი რუსული ნავთობ-კომპანიის გიგანტის Росне́фть-ის დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთ წევრად დანიშნეს. მან თანამდებობა 2022 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც ევროპარლამენტმა რუსულ მსხვილ კომპანიებში დასაქმებულ ევროპელების წინააღმდეგ რეზოლუცია გამოსცა. 

"მე ახლახან დეკანთან, ნიკოლაი კროპაჩევთან ერთად წარვადგინე ეს საუნივერსიტეტო პროექტი". - აღნიშნა კნაისლმა AFP-სთან ინტერვიუში  სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე. 

 სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი რუსეთში 14-დან 17 ივნისამდე იმართება. ამ წლის მთავარი თემაა - "სუვერენული განვითარება სამართლიანი სამყაროს საფუძველია. მოდით, გავერთიანდეთ მომავალი თაობებისთვის".  

კომენტარები