ავსტრია-რუსეთი

რუსებთან კორუფციაში მონაწილე ყოფილი ვიცე კანცლერი ავსტრიელ პოლიტიკოსებზე ჭორებს ავრცელებდა

სებასტიან კურცი და ჰაინც-კრისტიან შტრახე
DW

2017 წლის ფარულ ვიდეო ჩანაწერში ავსტრიის ყოფილი ვიცე კანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახე კორუფციაში მონაწილე რუსთან საუბრისას ავსტრიის ამჟამინდელ კანცლერ კურცსა და ყოფილ კანცლერ კერნზე სხვადასხვა ჭორებს ავრცელებდა.

ფარულ ვიდეო ჩანაწერში ავსტრიის ყოფილი ვიცე კანცლერი შტრახე რუს ქალთან ამბობს, რომ მას ჰყავდა ინფორმატორი, რომელმაც გაუგზავნა ავსტრიის ყოფილი კანცლერ კერნის ფოტოები "არასრულწლოვან შავკანიანთან ერთად კეიპტაუნში" და მეორე ინფორმაცია იყო "სექს ორგიები კურცისგან (ავსტრიის კანცლერი) ‘ნარკოტიკების ოთახში'."

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ავსტრიის ყოფილი ვიცე კანცლერი და ულრტამემარჯვენე თავისუფალი პარტიის წევრი ჰაინც-კრისტიან შტრახეს ფარული ვიდეო ჩანაწერები გავრცელდა, სადაც  ის და თავისუფლების პარტიის კიდევ ერთი წევრი არჩევნების კამპანიაში პოლიტიკური და ფინანსურ მხარდაჭერის და ავსტრიაში ერთერთი უმსხვილესი გაზეთის, Kronen Zeitung-ის, რომელიც თავისუფლების პარტიის მიმართ კრიტიკულია, 50% აქციის შესყიდვის შემთხვევაში რუსი ოლიგარქის დისშვილს "კონტრაქტების დადებას" ჰპირდებოდნენ. ჩანაწერების გავრცელებიდან რამდენიმე საათში ავსტრიის ვიცე კანცლერმა თანამდებობა დატოვა.

18 მაისს ლიბერალური ოპოზიციური პარტია ნეოსი და მწვანეები არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ. ვენაში ავსტრიის კანცლერის ოფისთან ამავე მოთხოვნით მივიდა 5000-ზე მეტი მომიტინგე.

18 მაისს ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ყოფილი ვიცე კანცლერის ჰაინც-კრისტიან შტრახე რუსებთან გარიგების სკანდალის გამჟღავნებიდან მეორე დღეს პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენს ახალი არჩევნების დანიშვნის თხოვნით მიმართა.

ავსტრიაში 2017 წლის მოწვევის პარლამენტში კანცლერ კურცის ავსტრიის სახალხო პარტია კოალიციაში შევიდა ავსტრიის თავისუფალ პარტიასთან.

კომენტარები