ავსტრია - რუსეთი

ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი როსნეფტის დირექტორთა საბჭოს წევრობაზე წარადგინეს

კარინ კნეისლი თავის ქორწილში ვლადიმერ პუტინს ეცეკვება. 2018 წელი.

ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, კარინ კნეისლი რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიის როსნეფტის დირექტორთა საბჭოს წევრად წარადგინეს. კნეისლი საბჭოში დამოუკიდებელი დირექტორის პოზიციაზე წარადგინეს. როსნეფტი რუსეთის ყველაზე მსხვილი ნავთობკომპანიაა. მას ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირი იგორ სეჩინი ხელმძღვანელობს.

კნეისლის კანდიდატურას როსნეფტის მეწილეებმა უნდა უყარონ კენჭი. დირექტორთა საბჭოს 2017 წლიდან გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი ხელმძღანელობს. როსნეფტი რუსეთის ყველაზე მსხვილი ნავთობის მომპოვებელია. კომპანიას ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი იგორ სეჩინი ხელმძღვანელობს.

2020 წლის გაზაფხულზე ცნობილი გახდა, რომ ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი რუსული პროპაგანდული მედიისთვის - Russia Today - სტატიების წერა დაიწყო. ინფორმაცია პროპაგანდული მედიის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა დაადასტურა.

2018 წელს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარინ კნეისლის ქორწილს ესწრებოდა. მან პატარძალთანაც იცეკვა და საქორწინო საჩუქრად სოფლის ცხოვრების ამსახველი ნახატი და სამოვარი აჩუქა. ქორწილში მის მიპატიჟებას ავსტრიის ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ბოლო წლებში ავსტრია რუსეთთან ახლო ურთიერთობებს უსვამს ხაზს. 2018 წელს, როდესაც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებმა დიდ ბრიტანეთში სერგეი სკრიპალის მოწამვლის საპასუხოდ რუსი დიპლომატები გააძევეს, ავსტრიამ მსგავს ნაბიჯებზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს.

კომენტარები