ავსტრია - რუსეთი

ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი რუსული პროპაგანდული მედიისთვის - RT - სტატიებს წერს

კარინ კნეისლი თავის ქორწილში ვლადიმერ პუტინს ეცეკვება. 2018 წელი.

ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, კარინ კნეისლიმ, რუსული პროპაგანდული მედიისთვის - Russia Today - სტატიების წერა დაიწყო.

ინფორმაცია პროპაგანდული მედიის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა, თავის Twitter-ის გვერდზე დაადასტურა:

"ზუსტად ის ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, კარინ კნეისლი, რომელსაც თავის ქორწილში პუტინი ეცეკვა, ახლა ჩვენთვის საავტორო სვეტებს დაწერს".

სიმონიანმა მის განცხადებას თან დაურთო ყოფილი მინისტრის პირველი სტატია - "მანქანა, როგორც სიმბოლო".

2018 წელს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარინ კნეისლის, ქორწილს ესწრებოდა. მან პატარძალთანაც იცეკვა და საქორწინო საჩუქრად სოფლის ცხოვრების ამსახველი ნახატი და სამოვარი აჩუქა.

ქორწილში მის მიპატიჟებას ავსტრიის ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

კომენტარები