ევროპული საქართველო

ბობოხიძე კობახიძეზე: შეთანხმება პრივილეგიებზე არა, კრიზისის განმუხტვაზე უნდა ყოფილიყო

შეთანხმება პრივილეგიებზე არა, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებზე უნდა ყოფილიყო და ცუდია, როცა პროცესს ასე ხედავს ქვეყნის ერთ-ერთი მმართველი. შეთანხმება შედგა შეთანხმების ხელმომწერ სუბიექტებს შორის და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, სხვა, ვინც შეთანხმებაში არ მონაწილეობდა, შეუერთდება თუ არა. კეთილი უნდა ინებონ და შეთანხმების მონაწილე მხარეებმა შეასრულონ მათ მიერ დადებული შეთანხმებები. რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, მე გაცილებით მეტი რეაქცია მაქვს იმაზე, როგორ რეაგირებენ კობახიძის განცხადებებზე ის პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც შეთანხმებას მოაწერეს ხელი და აიღეს ვალდებულება, ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების შესრულებაზე. 

არსად ნახსენები არ ყოფილა, ვინმე უნდა შეერთებოდა თუ არა შეთანხმებას. შეთანხმება შევიდა ძალაში ხელმომწერი პარტიების ხელმოწერისთანავე. კეთილი ინებონ და შეასრულონ და ეს ეხება ყველას, უპირველეს ყოვლისა, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმების დოკუმენტს

თქვა ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, კაკო ბობოხიძემ ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადების პასუხად. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, ისინი საპარლამენტო პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ. 

კომენტარები