ევროპული საქართველო

წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის

საზოგადოებისთვის, ვფიქრობ, კარგად არის ცნობილი, როგორ განვითარდა მოვლენები ევროპულ საქართველოში. ცოტა ხნის წინ, პარტიის თავმჯდომარემ და წევრების ჯგუფმა დატოვა პარტია. რა თქმა უნდა, ეს არჩევნებამდე ორი თვით ადრე ძალიან უსიამოვნო მომენტია და ნებისმიერ პარტიას საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს და ჩვენ ვგრძნობ ამ ვითარების სირთულეს და პასუხისმგებლობას. თუმცა, ამავე დროს, ჩვენი პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების, ლიდერების, მხარდამჭერების ძალიან დიდი ნაწილი არის პარტიაში და ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვიმსჯელებთ რა ტაქტიკური და სტრატეგიული ნაბიჯები უნდა გადადგას პარტიამ.

სტრატეგია აქ არის ძალიან ნათელი, დღეს მთავარი ამოცანა არის ხელისუფლების დამარცხება და არჩევნების გზით იმ მდგომარეობის შეცვლა, რომელიც არის ქვეყანაში. შესაბამისად, ვთვლით, რომ ჩვენი პარტიის პასუხისმგებლობა არის მაქსიმალური კონტრიბუცია გვქონდეს ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებაში იმისათვის, რომ მოხდეს ხმების კონსოლიდაცია და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ოპოზიციური განწყობით მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს სწორედ ცვლილებას.

ამის გამო, მივიღეთ საერთო გადაწყვეტილება, რომ ევროპული საქართველო იყოს კოალიციის ნაწილი. ჩვენ გვქონდა ყველა შესაძლო პარტნიორთან მოლაპარაკება, ყველას დიდი მადლობა კეთილგანწყობილი და საქმიანი კონსულტაციებისთვის, თუმცა, ჩვენ უკვე ვასრულებთ ერთ კონკრეტულ კოალიციასთან მოლაპარაკებებს, დასრულების ფაზაშია და ვფიქრობ, ძალიან მალე შევძლებთ ვაცნოთ საზოგადოებას რა იქნება ჩვენი გადაწყვეტილება და რომელი კოალიციის ნაწილი იქნება ევროპული საქართველო.

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი წერეთელმა გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები